უცხოეთი
რუსეთში ჰაკერული შეტევების პიკია: რატომ ემუქრება საფრთხე თქვენს კომპიუტერსაც?

haker-zar-1საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. IT სამყაროში ისეთივე დრო დადგა, როგორც ჩვენს ქუჩებში 90-იან წლებში. მარტო ბოლო კვირის განმავლობაში ექსპერტებმა ქსელის მთელ ისტორიაში სამი ყველაზე დიდი კიბერდანაშაული გახსნეს.
პირველ შემთხვევაში ჰაკერების მსხვერპლი მსოფლიოს 30 ქვეყანაში ბანკები გახდა. ორი წლის განმავლობაში დამნაშავეებმა თითქმის მილიარდი დოლარი მოიპარეს!
შემდგომ ცნობილი გახდა კიბერთაღლითთა უდიდესი ჯგუფი Equation Group-ის გამოაშკარავების შესახებ, რომლებიც უთვალთვალებდნენ ბირთვულ სპეციალისტებს, მეცნიერებს, დიპლომატებსა და სამხედროებს. დამნაშავეები მსხვერპლთა კომპიუტერებიდან მონაცემებს თითქმის 20 წელი აგროვებდნენ! და მათი ვირუსის აღმოჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო - ის „სახლდებოდა“ მყარი დისკის იმ ადგილას, რომელიც დაცულია ნახვისა და წაშლისგან.

გამოააშკარავეს უდიდესი არაბული კიბერბანდაც - Desert Falcons. მათ სამიზნეს წარმოადგენდა ეგვიპტის, პალესტინის, ისრაელისა და რუსეთის სამთავრობო ორგანოები, პოლიტიკური აქტივისტები და მედია.

ის, რაც დღეს ვირტუალურ სამყაროში ხდება, ძარცვაც აღარაა, ეს ნამდვილი ომია.

დღეს ჩვენი სახელმწიფოს საინფორმაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ერთ-ერთი საკვანძო ამოცანაა“, - აღნიშნავს კრიპტოგრაფიის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ საჩკოვი.

კიბერდამნაშავეთა მსხვერპლი ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს, ისიც კი, ვისაც პოლიტიკასა ან მეცნიერებასთან არავითარი კავშირი არ აქვს. თაღლითები ვირუსებს ნიღბავენ ყველაზე უწყინარი პროგრამებითა და შეტყობინებებით, რაც მათ საშუალებას აძლევს არა მარტო მოიპარონ პაროლები და დოკუმენტები, არამედ განახორციელონ აუდიოჩაწერა, გადაიღონ ფოტოები და გაავრცელონ მონაცემები სატელეფონო ზარებსა და SMS-ებზე.