სამართალი
გომელაური ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოსა და ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს ხელმძღვანელებს შეხვდა

agent-samart-2საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შეხვედრა გამართა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს (DEA) სტამბოლის ოფისის და სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ხელმძღვანელ პირებთან.

მხარეებმა შსს-სა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მინისტრმა ასევე ისაუბრა შს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების კუთხით ამერიკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და ამ პროცესში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამებისა და ბიუროების როლის შესახებ. მინისტრთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ შსს-ს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები.