სამართალი
ლევან იზორიამ გახსნა თბილისის საერთაშორისო ფორუმი „რეგიონული სტაბილურობისათვის: ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის გამოწვევები და პასუხები“

izor-samart-1საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ ორდღიან ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ოფიციალურმა პირებმა, ბირთვულ და რადიაციულ სფეროში მომუშავე ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა, ასევე ოფიციალურმა პირებმა აშშ-დან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, ესტონეთიდან, ლატვიიდან, ლიტვადან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან, შვედეთიდან, ნორვეგიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ეგვიპტედან, იორდანიიდან, ისრაელიდან.

თბილისის საერთაშორისო ფორუმის შედეგების წარდგენა მოხდება ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მიმოხილვის კონფერენციაზე“, რომელიც 2015 წლის მაისში, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში ჩატარდება. აღნიშნული ფორუმის წარმატებით ჩატარება ხელს შეუწყობს ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმის გაძლიერებას და როგორც გლობალური, ისე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებას.