საზოგადოება
აბაშიძე: „საქართველო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიალოგის ახალ ფორმატებს განიხილავს, რომლის საშუალებით ცხინვალთან და სოხუმთან პირდაპირი კონტაქტები დამყარდება“
gruzia-sazog-2საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. განცხადება ამის შესახებ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ გააკეთა. თუ დაიწყება დიალოგი და რუსეთი ამას ნამდვილად შეუწყობს ხელს და აფხაზეთთან და ოსეთთან პირდაპირი დიალოგის მოტივაცია იქნება, ჩვენ მზად ვართ ისეთი საკითხები, როგორიც დაკაშვირებულია სტატუსთან, გვერდზე გადავდოთ და რაღაცა დროის განმავლობაში საერთოდ არ განვიხილოთ და დავიწყოთ განხილვა კონკრეტული საკითხების: ჰუმანიტარულის, ეკონომიკურის, ბიზნესის, ჯანდაცვის, განათლების, გაზის, წყლის. მოდით გადავდოთ ეს წითელი ხაზები გვერდზე და დავიწყოთ ადამიანური პრობლემებიდან“, - განაცხადა აბაშიძემ „რია ნოვოსტისთან“ ინეტრვიუში. მისივე თქმით, თუ მოსკოვი ნამდვილად დაინტერესებულია, რომ ხელი შეუწყოს პირადპირ დიალოგს, ამას საქართველო ნამდვილად დაინახავს.