საზოგადოება
აბაშიძე: „რუსეთმა ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლა, რომლებიც რუსეთში "შპიონაჟისთვის" სასჯელს იხდიდნენ“

abaS-sazog-1საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების საკითხში ზურაბ აბაშიძემ „რია ნოვისტისთან“ საუბარში განაცხადა. აბაშიძემ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებსაც გაათავისუფლებს. ამ საკითხს აბაშიძე 26 თებერვალს კარასინთან შეხვედრის დროსაც დააყენებს.

ჩვენი მოქალაქეების რაღაც რაოდენობა რუსეთში "შპიონაჟის" ბრალდებით სასჯელს იხდიან. ბოლო ორი წლის მანძილზე ჩვენ შევძელით სამი მოქალაქის საქართველოში დაბრუნება, ისინი ახლა აქ არიან და დაუბრუნდნენ თავიან ოჯახებს... ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ და იმედი გვაქვს, რომ დარჩენილი რამოდენიმე ადამიანიც, რომლებიც იქ იმყოფებიან, თავიანთ სახლებს დაუბრუნდებიან. საქართველომ გადადგა პირველი ნაბიჯი და გამოიჩინა კეთილი ნება 2013 წლის დასაწყისში, როდესაც ამინისტიის ფარგლებში გაათავისუფლა რუსეთის რამდენიმე მოქალაქე. იყო დიდი კრიტიკა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ სანაცვლოდ რაღაც მივიღეთ, კრიტიკა ცოტათი ჩაცხრა“,- განაცხადა აბაშიძემ.