საზოგადოება
საახალწლო განათება დღეს ჩაირთვება

ganatebaთბილისში საახალწლო განათება დღეს, 18:00 საათიდან ჩაირთვება. წმიდა გიორგის მონუმენტთან ნაძვის ხეს ზღაპრის გმირები გაანათებენ. ქალაქის საახალწლოდ მორთვაში მათ ბავშვები დაეხმარებიან. საახალწლო განათებები დამონტაჟებულია თბილისის ყველა უბანში, ცენტრალურ ქუჩებს კი ახალი დეკორაციებიც დაემატა.
უახლოეს დღეებში გაიხსნება ყინულის მოედანი და პარლამენტის წინ დიდი ნაძვის ხე დამონტაჟდება.