პუბლიკაციები
აზაროვი უკრაინაში ხელისუფლების დამხობის მიზეზებზე ჰყვება

azarov-zar-3-anსაქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა ტელეარხ НТВ-ს მოუთხრო იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობდა ხელისუფლების ცვლილება გასულ ზამთარს უკრაინაში. მისი თქმით, სახელმწიფო გადატრიალების სცენარი აშშ-ის საელჩოში დაიწერა. „ძირითადი მეთოჯინეები მაიდანზე როდი იყვნენ“, - აღნიშნა მან.

აზაროვის განცხადებით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ უკრაინის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმების ხელმოწერა შეეჩერებინა. „რასაკვირველია, კოლოსალური ზეწოლა იყო ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან. ამ ზეწოლის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ უნდა უგულებელგვეყო ყოველგვარი ეჭვი და ხელი მოგვეწერა შეთანხმებისათვის“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა. „საჭირო იყო მიზეზი ჩვენი ხელისუფლების დასამხობად, ამიტომაც გულახდილად გვითხრეს: თუ ამ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერთ, მაშინ მოაწერს ხელს სხვა მთავრობა და სხვა პრეზიდენტი“.

ოპოზიციასთან იანუკოვიჩის მოლაპარაკებებზე საუბრისას კი აზაროვმა აღნიშნა, რომ ამჟამინდელი პრემიერი არსენი იაცენიუკი „ამერიკის საელჩოში ყოველდღე დადიოდა ინსტრუქციების მისაღებად“.