აქტუალური
გიორგი მარგველაშვილი: „საქართველოს ვერავინ უნდა უკარნახოს, როგორ იცხოვრონ ქართველებმა თავიანთ სამკვიდროში“

Nikto-aqtual-3საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძესთან ერთად იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნის ღონისძიებას დაესწრო.

იუნკერთა გმირობამ ჩააგდო ფესვი, რომელმაც მერე მოუტანა საქართველოს დამოუკიდებლობა, რომელიც არასდროს არ ჩამკვდარა... დღეს ჩვენ, დღევანდელი სახელმწიფოს წარმომადგენლები ვეუბნებით მათ მადლობას, რადგან მათმა გმირობამ მისცა მერე ეროვნულ მოძრაობასაც გაუტეხელობა სულისა და იმ გამარჯვებისაც, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე მიიყვანა... საქართველო უნდა გამთლიანდეს, საქართველო უნდა იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი... ამიტომ დღეს ვიხსენებთ წარსულს, მაგრამ დღესვე გვიჩნდება მტკიცე ნება და ხედვა იმისა, რომ საქართველო იქნება მთლიანი ძლიერი და სუვერენული. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი გმირობის წინაშე",- განაცხადა პრეზიდენტმა.