აქტუალური
გიორგი ქადაგიძე: „სახეზე გვაქვს ეკონომიკური შოკის ნიშნები, რაც გამოიხატა ექსპორტის კლებაში, გზავნილების და ტურისტების ნაკადის შემცირებაში“

kadag-aqtual-2საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპი ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის წინაშე სამი ძირითადი ამოცანა დგას: ფინანსური სტაბილურობა, ინფლაციის თავიდან აცილება და მოსახლეობისთვის ლარის გაუფასურებით გამოწვეული ტვირთის შემცირება.

ფინანსური სტაბილურობა იქნება უზრუნველყოფილი. ეს ეროვნული ბანკის მანდატია და ჩვენ ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია უფრო მძიმე შოკის დროს. ფასების ზრდას ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით. თუ დადგება საჭიროება, ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავერევით. უნდა გვესმოდეს, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციებს აქვს ძალიან სერიოზული ფასი და ეს ფასი გამოიხატება ფულის მასის შემცირებაში, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებს, ნაკლებ გაყიდვებს და ნაკლებ ხელმისაწვდომობას სესხებზე. სასწორზე დევს სხვა უარყოფითი შედეგები, ამიტომ ჩვენ ვართ ძალიან თანმიმდევრულები. ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავუშვათ შეცდომები", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.