საზოგადოება
მარგველაშვილი: „ბედნიერები ვართ იმის ხილვით, თუ როგორი ერთიანი იყო დღეს უკრაინა!”

plast-sazog-3საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა კიევში ვიზიტის ფარგლებში, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში, შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგა პეტრო პოროშენკოსთან. შეხვედრისას  მხარეებმა  ორმხრივ ურთიერთობებში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. ისაუბრეს ხარკოვში მომხდარ აფეთქებაზეც. აღინიშნა, აგრეთვე, „ღირსების მარშის“ მნიშვნელობა.

„უკრაინის ყველა მეგობარი გაერთიანდა იმ ღირებულებებისათვის, რომელთაც თქვენ ასე მტკიცედ იცავთ. ეს იყო შთამბეჭდავი დღე, არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ ყველასათვის, ვინც მონაწილეობდა  „ღირსების მარშში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს სახელმწიფოთა თანადგომის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო უკრაინა-საქართველოს საერთო ინტერესებს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაციის გზებზე, ასევე რიგის სამიტის საერთო პერსპექტივებზე.  მხარეებმა ხაზი გაუსვეს სახელმწიფო ინსტიტუტების ყველა დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასაც.

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია, რაზეც პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ აუცილებლად ეწვევა თბილისს.