საზოგადოება
მარგველაშვილი: „როდესაც მიმდინარეობს ბრძოლა შენი მეგობრების წინააღმდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია მტკიცედ იდგე მათ გვერდით!”

margo-sazog-2საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. ძალიან მნიშვნელოვანია მტკიცედ იდგე უკრაინის და სხვა ერთა თავისუფალი არჩევანის გვერდით, რასაც დღეს ქართველები და არა მარტო ქართველები - სხვა თავისუფლების მოყვარული ერები ვაფიქსირებთ ლიდერების დონეზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა 22 თებერვალს კიევში განაცხადა, სადაც „ღირსების მარშში“ მიიღო მონაწილეობა.

პრეზიდენტი მარგველაშვილი უარყოფს უკრაინასთან ურთიერთობების გაუარესებას საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წევრების დანიშვნის გამო. „ვის აირჩევს უკრაინის მთავრობა ძალიან ბევრი ქართველიდან, რომელსაც უკრაინის დახმარება სურს, ეს უკრაინის გადასაწყვეტია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა კიევში ვიზიტისას უკრაინული ტელეარხი „ინტერ პლუსის“ ეთერში.

რაც შეეხება  უკრაინაში შექმნილ მდგომარეობას  ეს ძალიან ჰგავს საქართველოში რამდენიმე  წლის წინ განვითარებულ მოვლენებს.  ეს გვახსენებს არამხოლოდ 2008 წელს, არამედ 90-იან წლებსაც... შექმნილ  სიტუაციაში ჩვენ მოვუწოდებთ  უკრაინელ ხალხს იდგეს  მედგრად, ამაყად  და არ დაკარგოს რაციონალური მიდგომა  იმ პროცესებისადმი, რომელსაც დღეს აქვს ადგილი“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.