პუბლიკაციები
“ამერიკა არ არის მაკკეინი და არც ტერნერი!“ - დავით კარტოზია (აშშ)
kartoz-analit-2-GEOსაქართველო, 24 თებერვალი. საქინფორმი. „და კიდევ ერთხელ კარგ მთქმელზე... კენეტ იაროვეცი ადრე სააკაშვილის თავგამოდებული დამცველი გახლდათ. 2012 ში,"ატლანტიკ კაუნსილ"- ში (ვაშინგტონი) არჩევნების თემასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას მასპინძლობდა ბატონი კენეტი. ქართული მხარე, მაშინდელი ოპოზიციის ანუ ქართული ოცნების და საელჩოს დელეგაციებით იყო წარმოდგენილი. ორგანიზატორებმა ჩვენი ჯგუფიც მიიწვიეს საუბარში მონაწილეობის მისაღებად, რადგან ერთადერთი ლობისტური ორგანიზაცია ვართ, რომელიც ეროვნებით ქართველის დაარსებულია და მისი პირველი ამოცანა საქართველოს დახმარებაა. ოცნება მხოლოდ ბატონი პოლ ჯოელის (ლობისტი) გამოგზავნით შემოიფარგლა. სააკაშვილმა კი ნახევარი საელჩო დარაზმა (14 წარმომადგენელი).
პირველი თემა: არის თუ არა ივანიშვილი კრემლის აგენტი და მაფიოზი? საინტერესოა არა? ხომ წარმოგიდგენიათ, თუ როგორი ეპიტეთებით ამკობდენ ნაცები ბიძინას. რა არგუმენტები მოყავდათ და როგორ სურათს უხატავდენ სახელმწიფო დეპარტამენტის 5(ხუთ) წარმომადგენელს. პოლ ჯოელმა ერთ წინადადებაში ჩაატია ოცნების ანუ „კლიენტის" ინტერესები... რამაც ძალიან გაგვაკვირა და პოლემიკაში ჩავერთეთ. მე ძალიან მწვავე კამათი მქონდა ბატონ იაროვეცთან. დაახლოებით თხუტმეტი წუთი ცდილობდა დასმულ კითხვებზე პასუხებზე თავის არიდებას და სააკაშვილის დაცვას არაფრისმთქმელი პოლიტიკური აბრადაკაბრით. ბოლოს მიხვდა, რომ ორაზროვანი ფრაზებით ვერ მოგვიშორებდა და პირდაპირ დასმულ მწარე შეკითხვებს ასეთი პასუხი გასცა: "ის რაც ნაციონალურმა პარტიამ საქართველოში გააკეთა, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში რევოლუციას ან სამოქალაქო ომს გამოიწვევდა"... 
ამის შემდეგ ნავაროს პირად ბოსს NDI ის ხელმძღვანელს დავუპირისპირდით. კენეტი აქაც ნაცების დაცვას შეეცადა. არ გამოუვიდა... ციხის კადრებზე განაცხადა, ცუდია და სააკაშვილი გამოძიებას თუ დაიწყებს დემოკრატიის ზეიმი ზუსტად მაშინ დაიწყებაო. დღეს იგივე იაროვეცი უკრაინაში ნაცების დანიშვნითაა შეწუხებული და ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობს(!!!)... 
თუ ხვდება ჩვენი მთავრობა, ამ სიგნალის (და სხვა ბევრის) მიზეზს? იციან კი მოსმენილის გაანალიზება? ამერიკა არ არის მაკკეინი და არც ტერნერი! აქ ყველაფერს ხედავენ და ყველაფერი ძალიან კარგად ესმით. თქმაც იციან... მსმენელია საჭირო, მსმენელი!
12 -ის შეხვედრაზე ატლანტიკში გია მაისაია დავპატიჟე, რომელიც მაესტროს ჟურნალისტის რანგში სტუმრობდა აშშ-ს. მეცხრე არხმაც გადაიღო თავიდან ბოლომდე, მაგრამ ეს სიუჟეტი ეთერში არ გასულა. უფრო მეტს გეტყვით, ფირსაც კი ვერ მივაკვლიე...
რა უნდოდა ოცნებას მაშინ? ახლა? ოცნება დუმს... ქვეყანამ სახე დაკარგა. აბა უყურებო და უპირო სახე სახეა?..“.