სამართალი
საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. საქართველომ, ევროპის საბჭოში გაწევრებასთან ერთად, ხელი მოაწერა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, რომელიც ამბობს, რომ „არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას“.
ტრენინგზე, რომელიც 2015 წლის 21 თებერვლიდან მიმდინარეობს, მონაწილეები იმ სტანდარტებს გაეცნენ, რომელსაც ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტი - CPT აწესებს.