აქტუალური
ვაზიანში, IV მექანიზირებულ ბრიგადაში ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების „მაღალი დონის პარტნიორობის“ დაგეგმვის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა

aqtual-3საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. სწავლება „მაღალი დონის პარტნიორობა“ (Noble Partner)   საქართველოში პირველად ჩატარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან დაახლოებას, ასევე ნატოს მომავალ ოპერაციებსა და წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად სრულყოფილად მზადყოფნას ისახავს მიზნად.

კონფერენციას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო, რომელმაც ამერიკელ სტუმრებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისათვის და ქართულ ქვედანაყოფს წარმატება უსურვა.

ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება  ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე მაისში ჩატარდება. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეული და სამხედრო პოლიციის ოცეული მიიღებს მონაწილეობას. ამერიკის მხრიდან სწავლებაში აშშ-ის არმიის ჯავშანტრანსპორტიორთა „ბრედლებისა“ და მედესანტეების  ასეულები ჩაერთვებიან.