აქტუალური
ბრავო, ლადო! სადღობელაშვილმა და „თავისუფალმა თაობამ“ გააკეთეს ის, რასაც საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი მერ ნარმანიასგან ჯერ კიდევ 2014 წლის 11 აგვისტოს ითხოვდა!

akt-1-mtavariსაქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. ჯერ კიდევ 2014 წლის 11 აგვისტოს საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი თავის პუბლიკაციაში წერდა:
„თბილისში, სააკაძის დაღმართის 10 ნომერში ახლად აშენებული "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" შესახებ მოგახსენებთ, რომელიც, იმავდროულად, "სააკაშვილის ფონდსაც" წარმოადგენს.

საინტერესოა, არსებობს თუ არა ამერიკასა და ევროპაში ფონდები, რომლებიც სისხლის სამართლის დამნაშავეებს ეკუთვნით ან ბიბლიოთეკები, რომლებიც ასეთი პირების სახელს ატარებს? და რატომ იწოდება ეს სამკითხველო "საპრეზიდენტოდ"? – იმიტომ ხომ არა, რომ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლების სათავეში დაბრუნებაზე მიგვანიშნებს?
საგულისხმოა ერთი დეტალიც – ბიბლიოთეკის შესასვლელს ამშვენებს სააკაშვილის მიერ აწაპნილი უზარმაზარი საათი, რომელიც დამზადდა თბილისის მერიის შეკვეთით დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე განსათავსებლად.
თბილისის ახალმა მერმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაზე აღმართული ნაპარავი საათის კონფისკაცია, რომელიც ქალაქის ბიუჯეტით იქნა შეძენილი, ხოლო მის ადგილას დაიდგას ვარდების რევოლუციის მოედნიდან გადმოთრეული ველოსიპედის ძეგლი, როგორც შეხსენება სააკაშვილის ვიზიტის თურქეთში, სადაც მას, გალეშილ მდგომარეობაში მყოფს და ველოსიპედზე ამხედრებულს ვეებერთელა ტრაილერი შეეჯახა.
რაც შეეხება თავად "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას", სასურველია იგი "პადოშასთან" შეუთანხმებლად, სააკაშვილის დიქტატურის მუზეუმად გადაკეთდეს!“

 თუმცა მერმა ნარმანიამ ყური არ ათხოვა საქინფორმის რეკომენდაციებს, ისევე, როგორც თბილისელების ყველა თხოვნას, თუმცა, სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, გარეკანის ნაცვლად, თავისი ფონდის - ბიბლიოთეკის საბანკო ანგარიში დადო, რომ მასზე გადარიცხვები განხორციელებულიყო! (იხ. ფოტო ქვემოთ)

გასულ კვირას კი „თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის შენობას საღებავები შეასხეს. საპროტესტო აქციაზე, რომლის პარალელურადაც „ნაციონალები“ ბიბლიოთეკაში უკრაინის მხარდასაჭერ გამოფენას მართავდნენ (იხ. ქვემოთ - ბოლო ფოტო), არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები დააკავეს. დაკავებულთა შორისაა „თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილიც. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უხეშად ერევა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში და ხელს უშლის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას.

akt-1-farto
akt-1-2 akt-1-3
akt-1-4 akt-1-5
akt-1-6 akt-1-7