საზოგადოება
აშშ-მა შეამსუბუქა სავიზო პოლიტიკა იმ აფხაზების მიმართ, ვინც აშშ-ს ტერიტორიაზე, აფხაზეთში რუსეთის საელჩოს მიერ გაცემული რუსული პასპორტებით შედიოდნენ

sazog-1-analit-1საქართველო, 23 თებარვალი, საქინფორმი. უფლებადამცველი გიორგი თევზაძემ გაავრცელა განცხადება რომელშიც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ - აშშ-მა შეამსუბუქა სავიზო პოლიტიკა იმ აფხაზების მიმართ, ვინც აშშ- ტერიტორიაზე, აფხაზეთში რუსეთის საელჩოს მიერ გაცემული რუსული პასპორტებით შედიოდნენ, რასაც რუსეთის მხარე უკავშირებს ჟენევის ფორმატში დაწყებულ მოლაპარაკებებს ევროკავშირის სავიზო პოლიტიკის განხილვა აფხაზეთთან მიმართებაში.

როგორც საინფორმაციო საშუალებები აღნიშნავენ, აშშ- უკვე მოხსნა ყველა შეზღუდვა აფხაზეთიდან ჩასული რუსულ პასპორტიანი მოქალაქეებს, რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებთან: გერმანია, იტალია, ბელგია, საფრანგეთიისევე რჩება აფხაზებისათვის ძალიან დიდი პრობლემა. რაზეც მიმდინარეობს მსჯელობა აგრეთვე ისეთი დოკუმენტების აღიარებაზე, როგორიცაა განათლების, დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების დამამტკიცებელი დოკუმენტები.

გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით უფლებადამცველი გიორგი თევზაძე აღნიშნავს: თავისთავად მიესალმება ნებისმიერ ჰუმანურ აქტს, მაგრამ ამასთანავე იგი უნდა სრულად პასუხობდეს თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილს , აშშ-მ მიერ ამგვარი გადაწყვეტილება გასაღები იქნებოდა საზოგადოების ნაწილისათვის, თუკი წინაპირობად დათქმული იქნებოდა, რომ აშშ-მ უკვე მოხსნა ყველა შეზღუდვა აფხაზეთიდან ჩასულ იმ პირებს, ვისზეც გაცემული იქნებოდა საქართველოს მოქალაქის პასპორტები. როგორც ვხედავთ აშშ-მ მიერ ამ გადაწყვეტილებას ოკუპანტი რუსეთის მხარე პირად პოლიტიკურ და დიპლომატიურ წარმატებად წარმოაჩენს... “.