რედაქტორისგან
მცხეთაში ბირთვულ რეაქტორს ყიდიან, ხოლო რადიოაქტიურ ნარჩენებს მარტყოფში ჩამარხავენ, თუ უკრაინაში გაგზავნიან?! - საქინფორმი მთავრობას სთხოვს, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია

polit-2-analit-2საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. გასულ კვირას საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო „საქინფორმში“ შემოვიდა შემაშფოთებელი ინფორმაცია. ინკოგნიტო წყარო იუწყებოდა, რომ მცხეთაში ბირთვული რეაქტორის რადიოაქტიურ ნარჩენებს, რომლებიც იქ სპეციალურ საცავში ინახება (რომლის მშენებლობაც აშშ-ის სახდეპმა დააფინანსა), ამოიღებენ და ხელახლა ჩასამარხავად მარტყოფში გადაიტანენ.

თუ საქინფორმის წყაროს ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება (და, მოსალოდნელია, რომ ის დადასტურდეს), ნარჩენები ჩაიმარხება რუსეთის - „КЗакВО“-ს ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, რადგან იქ უნდა შემონახულიყო რუსი სამხედროების მიერ აშენებული ბეტონის მიწისქვეშა და ნახევრად მიწისქვეშა ანგარები და ბუნკერები. ისეთივე, როგორიც არის ვაზიანის აეროდრომზე, სადაც მალე ნატოს საწვრთნელ-მოსამზადებელი ცენტრი განთავსდება.

(უცხოელი მკითხველისთვის აღვნიშნავთ, რომ სოფელი მარტყოფი, ისევე, როგორც საქართველოს უძველესი დედაქალაქი მცხეთა, სადაც სვეტიცხოვლის ტაძარია, შეიძლება თბილისის გარეუბნად ჩაითვალოს, ვინაიდან ისინი თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს).

ინფორმაციის წყაროს ვერსიით, ივარაუდება მცხეთის ბირთვული რეაქტორის არა აღდგენა - გაშვება, არამედ უცხოელი მყიდველისთვის მიყიდვა, რომელიც იქ რადიოაქტიური  ნარჩენებისათვის ტრანზიტულ, ანდა მუდმივ საცავს მოაწყობს. ეს შესაძლოა იყოს, მაგალითად, ნარჩენები სირიიდან, ანდა რადიოაქტიური ნარჩენები რაზდანის ატომური ელექტროსადგურიდან (სომხეთი).

თუ საქინფორმის წყარო არ იტყუება, ეს პროექტი ზეშემოსავლიანი და ამავდროულად ზესაშიში იქნება, თუმცა, არა მარტო საქართველოსთვის, გარემოს რადიოაქტიური დაბინძურების მიზეზით. ნარჩენებმა მცხეთის საცავიდან შესაძლოა ვერ ჩააღწიოს მარტყოფამდე, ისინი კი სრულებით საკმარისია დიდი პროვოკაციის მოსაწყობად კავკასიაში!

თუმცა, კონტეინერები რადიოაქტიური ნარჩენებით, აშშ-ის მიერ აგებული საცავიდან, ვაშინგტონის საიდუმლო ბრძანებით, შესაძლოა სხვა მიმართულებით დაიძრას - უკრაინისკენ, სააკაშილთან, რომელიც იქ, მარიუპოლთან, ბირთვული პროვოკაციის მოწყობასა და ამაში რუსების დადანაშაულებას აპირებს, რათა აშშ-ის საპასუხო დარტყმა გამოიწვიოს რუსეთზე! ამის შესახებ სააკაშვილს თავად წამოცდა გასულ კვირას - პროგრამა „შუსტერ-LIVE”-ის პირდაპირ ეთერში.

საქინფორმი, თავისი შესაძლებლობების შესაბამისად, იწყებს მიღებული ინფორმაციის შემოწმებას და ამ მიზნით ხელშეწყობას სთხოვს ყველა სტრუქტურას, რომელიც აქვს ან ჰქონდა შეხება ზემონახსენებ საიდუმლო ობიექტთან მცხეთაში - ფიზიკის ინსტიტუტს, გარემოს დაცვის სამინისტროს, კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, ასევე, კომპეტენტურ კერძო პირებს.

საქინფორმი მიმართავს საქართველოს მთავრობას, პირადად საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, თხოვნით, - დაადასტუროს ან უარყოს სააგენტოს რედაქციაში შემოსული შემაშფოთებელი ინფორმაცია.