სამართალი
ირაკლი შოთაძე: „უკრაინის პროკურატურა არ თანამშრომლობს საქართველოსთან ექსტრადირების საკითხში, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი ვალდებულებაა"

1-SotaZe-samart-3საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. ირაკლი შოთაძის განცხადებით, მთავარმა პროკურატურამ უკრაინის გენერალურ პროკურატურას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის დაკავება-ექსტრადირებასთან დაკავშირებული შუამდგომლობით 2-ჯერ მიმართა. "სააკაშვილზე პასუხი არ მიგვიღია. უკვე დიდი ხანია გასული, რაც შუამდგომლობა გავაგზავნეთ. მოხდა განმეორებითი მოთხოვნის გაგზავნაც... უკრაინა არის სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ კი არანაირი სხვა მექანიზმი არ გვაქვს, რათა აღნიშნული პირების ექსტრადირება მოვახდინოთ. მთლიანად დამოკიდებულები ვართ უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებზე", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ, რომლის თქმითაც, საქართველოს პროკურატურამ თავისი ვალდებულებები და ინსტრუმენტები სრულად გამოიყენა.

რაც შეეხება საკითხს, ვინ მუშაობს უკრაინის პროკურატურაში, ეს მარტივი და გასაგებია, თუ რატომ არ ხდება თანამშრომლობა ამ ეტაპზე. ფაქტია, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის გაფორმებული, უკრაინა ვალდებულია ძებნილი ბრალდებულების ექსტრადირების პროცესი დაიწყოს", - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.