აქტუალური
ზაქარეიშვილი: „ჩვენ აუცილებლად მივალთ ნატო-მდე. ეს ხანგრძლივი პროცესია. პატიოსანი დედაკაცი 9 თვეში შობს ბავშვს“
1-xazara-aqtual-3საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებას, რომ „დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას“, სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ეთანხმება. „ჩვენ ჯერ MAP-იც არ მიგვიღია, ასე რომ, ყველაფერს თავისი პროცედურები აქვს. ჩვენ მივდივართ ნატო-სკენ და მე სხვა სივრცეში ვერც წარმომიდგენია საქართველო. ყველა სამიტზე გვაქვს პროგრესი, მაგრამ, ბუნებრივია, მას სჭირდება მუშაობა. ეს არის ხანგრძლივი, თუმცა თანმიმდევრული ნაბიჯების პროცესი. ილია ჭავჭავაძის სიტყვებს გაგახსენებთ "ოთარაანთ ქვრიდან", რომელიც ამბობს, რომ პატიოსანი დედაკაცი 9 თვეში შობს ბავშვსო, ანუ 7-თვიანი არავის არ უნდა, არც ექვს და ხუთთვიანი. ყველა მიზანს თავისი დრო აქვს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.