პუბლიკაციები
ზურაბ აბაშიძე: „ნატოში საქართველოს შესვლა უახლოეს ხანებში დღის წესრიგში არ დგას“

1-aba-polit-1-analit-1საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. ნატოსთან საქართველოს ურთიერთქმედება არ მიგვიყვანს ქვეყანაში ჩრდილოატლანიკური ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებას. ამის შესახებ 19 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
წინა დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოთქვა აზრი, რომ ალიანსში საქართველოს შესვლა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნებას ხელს არ შეუწყობს.
საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, უფლება აქვს, ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის, ნატოსთან ითანამშრომლოს“, - მოჰყავს მისი სიტყვები ტასს.
საქართველო პასუხისმგებლობით ეკიდება ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს და არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც რაიმე ზიანს მიაყენებს რეგიონის უსაფრთხოებას“, - განმარტა მთავრობის ხელმძღვანელის სპეცწარმომადგენელმა.

ამასთა, საქართველოს, აბაშიძის თქმით, უახლოეს ხანებში განზრახული არ აქვს ნატოსთან მიერთება და ეს ყველა დაინტერესებული პირისთვის არის ცნობილი. „ყველამ კარგად იცის, რომ ნატოში საქართველოს შესვლის საკითხი დღეს-ხვალ არ დგას“, - დასძინა მან.