უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი: „ამერიკული იარაღი უკრაინას უკვე მიეწოდება“

1-oruJie-zar-3საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ჯერ ერთი, ჩვენი მონაცემებით, იარაღი უკვე მიეწოდება უკრაინას და აქ უჩვეულო არაფერია. მეორეც, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ვინ და რა იარაღსაც არ უნდა აწვდიდეს, მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება, შედეგი კი ისეთივე იქნება, როგორც დღესაა და ეს გარდუვალია“.
ვლადიმერ პუტინმა, ასევე, კომენტარი გაუკეთა დებალცევოს რაიონში არსებულ სიტუაციას, სადაც სამხედრო მოქმედებები გრძელდება და განაცხადა, რომ „ქვაბურის“ დებლოკირების მორიგმა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა.

ის, რაც იქ ხდება, ახსნასა და პროგნოზს ექვემდებარება, ვინაიდან, ჩვენი მონაცემებით, ჯერ კიდევ მინსკში შეხვედრამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, უკრაინის ჯარების დაჯგუფება იქ ალყაში აღმოჩნდა. ასეც ვამბობდი, რომ ვინც ალყაშია, მის გარღვევას შეეცდება, გარე მხარეს მათი დებლოკირების მცდელობები ექნება, ხოლო სახალხო ლაშქარი, რომელსაც უკრაინული სამხედრო ნაწილები ამ ალყაში ჰყავს, ამას შეეწინააღმდეგება. ეს კი უცილობლად ნიშნავს, რომ რაღაც დროის განმავლობაში შეტაკებები გაგრძელდება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.