სამართალი
საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრო 1996 წელს დაბადებულ ილია კონსტანტინეს ძე ნიჟარაძეს ეძებს. უგზო-უკვლოდ დაკარგული პირი თბილისში, ვარკეთილის მე-3 მ/რ-ის N343 კორპუსის ბინა N52-ში მცხოვრები ახალგაზრდაა. იგი 2015 წლის 12 თებერვალს სახლიდან გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.
ილია ნიჟარაძის აღწერილობა: საშუალო აღნაგობის, ღია ფერის კანით, სიმაღლე - 170 სმ, აქვს თაფლისფერი თვალები, საშუალო ზომის წარბები და სწორი ცხვირი.
ტანთ ეცვა: ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, ნაცრისფერი, ყვითელზოლიანი სპორტული ფეხსაცმელი, კაპიშონიანი მწვანე მაისური და შავი ფერის ქურთუკი.
შსს-მ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის სამძებრო ღონისძიება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით, ინფორმირებულია კრიმინალური პოლიციის ყველა დანაყოფი. თუ ვინმეს გაგაჩნიათ ინფორმაცია დაკარგული ილია ნიჟარაძის შესახებ, დაგვიკავშირდით ნომრებზე: 577 53 94 60; 597 74 78 16; (032) 2 41 31 32.