სამართალი
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამინისტროს სამი თანამშრომელი ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარების ფაქტზე სამსახურიდან დაითხოვა

1-inspekcia-samart-1საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N5 სამმართველოს N7 სექტორის სპეციალისტი . , შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს პირველი სახაზო-საპატრულო განყოფილების პატრულ-ინსპექტორი . . და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი . . დააკავეს.

სამივე მათგანი საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მათ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ. აღნიშნულის საფუძველზე, ისინი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმა.