აქტუალური
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე: „საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ სად განთავსდება ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, უმოკლეს ვადებში მივიღებთ“

1-frenk-aqtual-3-anal-5საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ძალთა დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელს ფრენკ ბოლანდსა და ამავე დირექტორატის ოფიცერს გუსტავ ვროემენს უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. მხარეებმა  ნატოს ექსპერტთა ჯგუფისა და მრჩევლების საქართველოში მივლინებაზე, არსებული შესაძლებლობების ნატოს მხრიდან პირველადი შეფასების განხორციელებასა და თითოეული პროექტის განხორციელების დეტალებზე ისაუბრეს.  ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოხატა უახლოეს მომავალში ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლოს.

 

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ „საზოგადოებაში იყო ინტერესი, თუ სად განთავსდებოდა ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი. კონკრეტულ  საკითხებზე ჩვენ  საბოლოო გადაწყვეტილებას უმოკლეს ვადებში მივიღებთ. ახლო მომავალში იგეგმება შემფასებელთა ჯგუფების ჩამოსვლა“.

„პროცესი, სირთულის მიუხედავად, უფრო ეფექტურად წარიმართა, ვიდრე წარმოვიდგენდით. ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, თუ როგორ აქტიურად ეხმარებიან საქართველოს მოკავშირე ქვეყნები და არსებითი პაკეტის განხორციელებისთვის ყველა რესურსს იყენებენ“. - აღნიშნა ფრენკ ბოლანდმა.