აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს შეხვდა
1-prezid-aqtual-2საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიეთობები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ მდგომარეობას, მათ შორის უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებაც განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა ამერიკულ მხარეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.