აქტუალური
ღარიბაშვილი: „აშშ 100%–ით უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების კურსს, ევროკავშირსა და ნატო–ში ინტეგრაციის პროცესს, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას!“
1-vika-aqtual-1-analit-4საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვიქტორია ნულანდის შეხვედრაზე აღინიშნა.ხაზი გაესვა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტს, როგორც მკაფიო დემონსტრირებას საქართველოს უპირველესი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მკაფიო მხარდაჭერისა. საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოებისა დასაქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის საკითხებს. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს ნატო–სა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესებში მიღწეული პროგრესი და რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მზადების პროცესი.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის შსს–სა და პროკურატურაში გასატარებელ ცვლილებებზე. ამერიკული მხარის მიერ გამოითქვა მზაობა აღნიშნულ პროცესებში ამერიკელი ექსპერტების ჩართვისა.