საზოგადოება
ამერიკულმა მხარემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ქართული მხარის მიერ ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ისა ოპერაციაში და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის
1-blagodarn-sazog-3საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს უმასპინძლა - ეველინ ფარკასი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიქტორია ნულანდის ხელმძღვანელობით, საქართველოში რეგიონულ ვიზიტად მყოფი  აშშ-ის  დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება. მხარეებმა თავდაცვის სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობის მიმართულებები და ამ მხრივ  საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დეტალურად განიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებას და აშშ-ის როლს პაკეტით განსაზღვრული კომპონენტების განხორციელების პროცესში. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ  დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და მზადყოფნა გამოხატა აქტიურად გააგრძელოს ტრანსფორმაციის პროცესის მხარდაჭერა. აღინიშნა პრეზიდენტ ობამას ევროპის მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში საქართველოსთვის დაგეგმილი დახმარების მნიშვნელობა. განხილვის ერთ-ერთი თემა რეგიონალური უსაფრთხოება და არსებული გამოწვევები იყო.