აქტუალური
გიორგი მარგველაშვილი: „კანდიდატად ვასახელებთ ქალბატონ ნინო გვენეტაძეს და მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი იქნება შეუქცევადი სასამართლოს დამოუკიდებლობის საქმეში“

1-republic-aqtual-2საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა.

ჩვენ შევარჩიეთ პროფესიონალი, რომელიც არის სამართლის დოქტორი და პროფესორი, არის გერმანიის მაქს-პლანკის საერთაშორისო ინსტიტუტის მკვლევარი, მოსამართლე ექვსწლიანი გამოცდილებით უზენაეს სასამართლოში, ევროკავშირის პროექტის ექსპერტი და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელების მონაწილე. ხელმძღვანელობდა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ორგანიზაციას - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას...

ჩვენ მიერ შერჩეული ადამიანი რეალურად არის სიმბოლო სასამართლო ხელისუფლების დაცვისა და იმისა, რომ არსებობენ საქართველოში მოსამართლეები, რომლებიც ყველაზე მაღლა აყენებენ კანონის უზენაესობასა და სასამართლო ხელისუფლების სიძლიერეს... ჩვენ შევარჩიეთ ადამიანი, რომელიც იყო ოპოზიციური პარტიის წევრი მაშინ, როდესაც „რესპუბლიკური პარტია“ იყო ოპოზიციაში, ხოლო 2012 წლის ნოემბერში, როდესაც „რესპუბლიკური პარტია“ კოალიციის სხვა პარტიებთან ერთად მოვიდა ხელისუფლებაში, მან შეაჩერა თავისი წევრობა ამ პარტიაში. ვფიქრობ, რომ ესეც ამ ადამიანის ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი ნაწილია “, - განაცხადა, კერძოდ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.