საზოგადოება
განათლების საერთაშორისო ცენტრი 2015-2016 სასწავლო წლისთვის 115 სტუდენტის დაფინანსებას გეგმავს

1-student-sazog-2საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე და საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და  გადამზადების პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას ცენტრი 20 მარტიდან  დაიწყებს, რაც 15 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

დაფინანსების მოპოვების მსურველებს პროგრამაში რეგისტრაცია და დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე iec.gov.ge.

უახლოს მომავალში უნივერსიტეტების კონსორციუმის პროგრამის დამტკიცება იგეგმება, რაც ქართველ სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ხელსაყრელი პირობებით მიიღონ უცხოური განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა, რომელიც 2014 წელს შეიქმნა, უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში 88 ქართველი სტუდენტის სწავლა უკვე დააფინანსა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანას სჭირდება კვალიფიციური კადრები, რომლებსაც საერთაშორისო სტანდატების შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები ექნებათ.