აქტუალური
ივანიშვილი: „ლარის კურსთან დაკავშირებული პროცესები საგარეო და ობიექტური მიზეზებით იყო განპირობებული და არა ხელისუფლების სისუსტით“

1-BIZ-4საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საზოგადოებრივმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრას“ - ჟურნალისტ გიორგი კვიტაშვილს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში, რომელის სათაურად  ივანიშვილის ფრაზაა - “გავბედე და კიდევ გავბედავ!“ - გამოტანილი, ბატონი ბიძინა საზოგადოებისთვის ყველაზე მწვავე შეკითხვებს ეხება და, კერძოდ, ამბობს:

ეროვნულმა ბანკმა დროულად გააკეთა ინტერვენცია და ეს სულაც არ ეწინააღმდეგება იმას, რაც მე ვთქვი - ლარი ჯანსაღად რეაგირებს პროცესებზე... სუსტი ეკონომიკის პირობებში ეროვნულ ვალუტაზე ნებისმიერი საგარეო მოვლენა ახდენს ზეგავლენას. ექსპორტი შემცირდა, შემცირდა ჩვენი თანამოქალაქეების მიერ გადმორიცხული თანხების ოდენობა, შემცირდა ტურიზმი.
დღესაც ვიმეორებ: კრედიტს პენსიონერი იღებს თუ პროფესიონალი ბიზნესმენი, ვალუტის ცვლილება და მასთან დაკავშირებული მოვლენები ცალკე  სპეციალობაა... იპოთეკით დაზარალებულთა დიდი ნაწილი ბანკში სახლს მარტივად დებდა და კრედიტს იღებდა, რისკები თავშივე გაცნობიერებული არ ჰქონდათ... რაც შეეხება ლარის კურსს, ვიმეორებ - ტრაგიკული არაფერი ხდება... მცდარია მოსაზრება, თითქოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არასწორია.