აქტუალური
ივანიშვილი: „რაღაც ვთქვი გიგაურსა და კოჟორიძეზე და ეს მთელ არასამთავრობო სექტორს დაუკავშირეს, როგორ გაბედაო. გავბედე და მომავალშიც გავბედავ“

1-BIZ-3საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საზოგადოებრივმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრას“ - ჟურნალისტ გიორგი კვიტაშვილს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში, რომელის სათაურად  ივანიშვილის ფრაზაა - “გავბედე და კიდევ გავბედავ!“ - გამოტანილი, ბატონი ბიძინა საზოგადოებისთვის ყველაზე მწვავე შეკითხვებს ეხება და, კერძოდ, ამბობს:

„როდესაც ადრე ვინმეს კბილებით იცავდი, დღეს კი ცრუობ და ამაზე მიგანიშნებენ, ეს ტრაგიკულად არ უნდა აღიქვა... როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ამტკიცებდა, რომ ეკონომიკა იქცევა და კრიმინალი გაიზარდა, ზოგიერთი ამ სიცრუეს ამყარებდა. ვიმეორებ - ყველას, ვინც მე დავასახელე, აქვთ უფლება, უყვარდეთ "ნაციონალური მოძრაობა". თუმცა, ეს უნდა თქვან პირდაპირ და სასაცილოდ ნუ იხდიან თავს, როდესაც ამბობენ, თითქოს ივანიშვილი არასამთავრობოებზე ზეწოლას ახდენს. რაღაც ვთქვი გიგაურსა და კოჟორიძეზე და ეს მთელ არასამთავრობო სექტორს დაუკავშირეს, როგორ გაბედაო. გავბედე და მომავალშიც გავბედავ. იმავე კითხვებს დავსვამთ პოლიტიკოსებთან და პარტიებთან დაკავშირებით...