აქტუალური
ივანიშვილი: „თუ გაჩნდა ეჭვი, რომ ზოგიერთი არასამთავრობოს ხელმძღვანელი ცრუობს და "ნაციონალური მოძრაობის" აგიტაციაშია ჩართული, ჩვენ კითხვებს დავსვამთ“
1-BIZ-2საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საზოგადოებრივმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრას“ - ჟურნალისტ გიორგი კვიტაშვილს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში, რომელის სათაურად  ივანიშვილის ფრაზაა - “გავბედე და კიდევ გავბედავ!“ - გამოტანილი, ბატონი ბიძინა საზოგადოებისთვის ყველაზე მწვავე შეკითხვებს ეხება და, კერძოდ, ამბობს: „52-მა არასამთავრობომ გაავრცელა განცხადება, სადაც წერენ, რომ თითქოს მე სამოქალაქო სექტორის განადგურება მინდა და ა.შ.
თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი "ნაციონალური მოძრაობისა" და "რუსთავი 2"-ის სიცრუის ფერხულშია ჩაბმული, ჩვენ კითხვებს დავსვამთ. მე სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის გვარი დავასახელე და მათი ორგანიზაციების დამფინანსებლებთან ჩვენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის - იქნება ეს "სიდა" თუ ამერიკის მთავრობა. თუმცა, როდესაც ჩნდება კითხვა, რომ კონკრეტული არასამთავრობოს ხელმძღვანელის პოზიცია არ ემთხვევა მისი დამფინანსებლის პოზიციას და ის ჩართულია "ნაციონალური მოძრაობის" ფერხულში, კეთილი ინებონ და გასცენ პასუხი, ან მოისმინონ მაინც ეს კრიტიკა.