უცხოეთი
საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ვალერი ჩალიმ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურ ვლადიმერ პუტინს ძალიან ძლიერი მომლაპარაკებელი უწოდა. ასეთი კომენტარი გაუკეთა მან რფ-ის პრეზიდენტის მონაწილეობას „ნორმანდიული ოთხეულის“ მოლაპარაკებებში მინსკში, რომლის შედეგადაც ხელი მოეწერა დონბასში დაზავების შეთანხმებას.