უცხოეთი
საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. გამოცემა Washington Free Beacon-მა ბოდიში მოიხადა იმ ფოტოების გამოქვეყნებისთვის, რომლებზეც თითქოსდა უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარებია ასახული. ეს ფოტოები გაყალბებული აღმოჩნდა - ბევრი მათგანი, კერძოდ, ჯერ კიდევ 2008 წელს სამხრეთ ოსეთშია გადაღებული. გამოცემა აღნიშნავს, რომ მასალები სენატორმა ჯიმ ინჰოფმა მიაწოდა, რომელმაც, თავის მხრივ, ისინი უკრანის მხარისგან მიიღო. მათზე გამოსახულია რუსული ტანკები და ჯავშანტრასპორტიორები, ასევე, მოცულობითი აფეთქებების საბრძოლო მასალები.
სენატორმა ინჰოფმა განაცხადა კიდეც: „ეს კადრები... უჩვენებს, რომ პუტინის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ისეთივე საშინელებაა, როგორც „ისლამური სახელმწიფო“.