სამართალი
„2 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვისთვის დააკავეს „საქართველოს გაერთიანებული წყალ-მომარაგების კომპანიის“ ყოფილი მთავარი ბუღალტერი, სატყეო დეპარტამენტის თავჯდომარის მოადგილე თამარ ფხოველიშვილი“

1rastrata-samart-3საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. ამ ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს და დასძენს, რომ მთავრობა ამ ფაქტს გარკვეული მოსაზრებებით არ ახმოვანებს.

„ორი წლის განმავლობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებას აცნობდა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ/კორუფციული მმართველობის კონკრეტულ სქემებს. ამ სქემების მეშვეობით ხდებოდა და ხდება „ქართული ოცნების“ ლიდერების ნათესავებისა და მეგობრების დასაქმება, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა და კორუფციული გარიგებების დადება. ამ განცხადებებზე მთავრობის მხრიდან არც ერთხელ არავითარი რეაქცია არ მოყოლია. ბოლო დროინდელმა და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ღარიბაშვილი/თამაზაშვილის კლანის მიმართ განხიბვლამ აიძულა მთავრობა გადაედგა გარკვეული ნაბიჯები. ორი დღის წინ განსაკუთრებული დიდი ოდენობის ქრთამის აღებისთვის დააკავეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია, ახლა კი თამარ ფხოველიშვილი“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.