საზოგადოება
დავით საყვარელიძე უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად აირჩიეს
1david-saz-3-mtსაქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, სათანადო გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ მიიღო. საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს დავით საყვარელიძის კანდიდატურა შესთავაზა, პრეზიდენტმა თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართა, რომელმაც სათანადო გადაწყვეტილება მიიღო.

დავით საყვარელიძის უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად არჩევა მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს. "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, საყვარელიძის ადგილმონაცვლე საარჩევნო სიაში ეკა ხერხეულიძეა.

1david-saz-3-qv