საზოგადოება
ჯოკია ბოდოკიას დედაც მერიაში მუშაობს?!

1mat-saz-2-mtსაქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. „ედიტორს“ კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბრალდებული ჯოკია ბოდოკიას დედა მანონი ბოდოკიაც თბილისის მერიაში მუშაობს, კერძოდ, ვაკის რაიონის გამგეობის მუნიციპალიტეტში. აღსანიშნავია, რომ წყაროს ინფორმაციით, მანონი ბოდოკიამ საჯარო მოხელის კონკურსის პირველი ეტაპის ტესტირება ვერ გაიარა და მხოლოდ 31 ქულა აიღო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც აგრძელებს მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე იქნა დაკავებული. მიმდინარეობს გამოიძიება.

1mat-1
1mat-2 1mat-3