რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „პუტინის წკიპურტი“

1SelCok-pol-1-red-1-mtგასულ კვირას საქართველომ, მისი პოლიტიკოსების ბრალით, „ცხვირში რამდენიმე წკიპურტი“ მიიღო.
პირველ „წკიპურტად“ იქცა ლარის მორიგი გაუფასურება, რომლის შეჩერებაც ვერ მოხერხდა მიმოქცევაში დოლარის მასის გაშვებითაც კი  საქართველოს ეროვნული ბანკის არცთუ მდიდარი რეზერვებიდან. მიზეზი - რუსეთიდან ფულადი გზავნილების - ქართული ეკონომიკისთვის საერთაშორისო ვალუტის მნიშვნელოვანი წყაროს - შემცირებული ნაკადია, წინა წლებში მოცულობით სახელმწიფო ბიუჯეტს რომ უახლოვდებოდა (1 მილიარდი 500 მილიონი დოლარი წელიწადში). აქ ავი განზრახვა არ დევს - რუსეთში სამუშაოდ, ანდა საცხოვრებლად წასულ საქართველოს თანამემამულეებს, ასევე, ქართველ ექსპორტიორებს, დასავლეთის მიერ ეკონომიკური სანქციების მიზეზით რუსეთში ინფლაციის გამო, „წელზე ქამრების შემოჭერა“ მოუხდათ.  თუმცა ქართველ პოლიტიკოსებს საჯაროდ არ სურთ აღიარონ უდავო ფაქტი - რომ საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი არ არის „მიბმული“ მისი ნომერ პირველი სტრატეგიული მოკავშირე - აშშ-ის ვალუტაზე - დოლარზე, და  დამოკიდებულია რუსეთის რუბლზე.

 არადა, 2015 წლის 12 იანვრის პუბლიკაციაში მე ვაფრთხილებდი, რომ რუსეთიდან ფულადი გზავნილები მინიმუმ 20%-ით შემცირდებოდა და ვსვამდი საფუძვლიან კითხვას: რით მოახდენს ამის კომპენსირებას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური? გაითვალისწინა კი ეკონომიკის მინისტრმა კვირიკაშვილმა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია იმ შემთხვევისთვის, თუ საქართველო რუსეთში 250 მილიონო დოლარის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და 800 მილიონო დოლარის ღვინის ექსპორტს დაკარგავს, რაც  ქვეყნის მთელი ექსპორტის 35 % შეადგენს?

მეორე „წკიპურტად“ იქცა იძულებითი გადადგომები - სააკაშვილის მიერ დანიშნული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების  გათავისუფლება, რომლებიც მისი პრეზიდენტობისას სხვადასხვა სკანდალურ დანაშაულში აღმოჩნდნენ გახვეულნი. ისეთის, როგორიცაა „თეთრი ძაფით ნაკერი“  რუსი ჯაშუშების საქმე „ოპერაცია ენვერი“ და გაყალბებული ბრალდებებით უკანონოდ დაპატიმებულთა საზარელი წამებები.

არადა, საქინფორმი ჯერ კიდევ 2013 წლის 17 ივლისს მიმართავდა ორი ირაკლის - მაშინდელ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრ ალასანიას თხოვნით, გამოექვეყნებინათ მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების მოქმედ თანამშრომლეთა სია, რომლებმაც რუსთაველის გამზირზე 2007 წლის 7 ნოემბრის და 2011 წლის 26 მაისის მიტინგების სისხლიანი დარბევის სადამსჯელო ოპერაციების შემდეგ მალევე:
- მიიღეს მადლობა და სიგელები უფროსობისგან - საქართველოს შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი ხელმძღვანელობისგან, მათ შორის - პირადად მაშინდელი მინისტრებისგან;
- მიიღეს ფულადი პრემიები და ხელფასზე დანამატი ბრძანების საუცხოოდ შესრულებისთვის;
- მიიღეს ორდენები, მედლები და სხვა სახელმწიფო ჯილდოები უმწიკვლო სამსახურისთვის, მათ შორის - პრეზიდენტ სააკაშვილისგან;
- მიიღეს ბინები ურიგოდ;
- მიიღეს რიგგარეშე წოდებები;
- მიიღეს დაწინაურება - გადაყვანილ იქნენ უფრო მაღალ თანამდებობებზე;
- გაიგზავნენ სასწავლებლად სხვადასხვა აკადემიებში და კურსებზე აშშ-სა და ევროპაში, როგორც განსაკუთრებით პერსპექტიული თანამშრომლები, რომლებმაც სამსახურში თავი გამოიჩინეს;
- აგრეთვე, მიუთითოთ - რომელ თანამდებობებზე და რა წოდებებით მსახურობენ ისინი დღეს.

მაშინ ქვეყნის ორ მთავარ ძალოვანს საქინფორმის მიმართვაზე რეაგირება რომ მოეხდინა, დღევანდელ „მხილებებსა“ და სკანდალურ გადადგომებს თავიდან ავიცილებდით, ისევე, როგორც იმ ზარალს, რომელიც მათ ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობას მიაყენეს!

მესამე „წკიპურტად“ იქცა თბილისის მერიის ახალდანიშნული მაღალი თანამდებობის - ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკიას დაკავება 180 ათასი დოლარის ოდენობით ქრთამის ბრალდებით.

არადა, 2015 წლის 12 იანვრის პუბლიკაციაში საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს მთავარი რედაქტორი ყურადღებას ამახვილებდა დედაქალაქის მთავრობის დაკოპლექტებისას საკადრო პოლიტიკის ნაკლოვანებებზე და აფრთხილებდა, რომ ნაირგვარი დასავლური ტესტი, კონკურსი და თანამშრომლეთა შერჩევის სხვა მეთოდები საქართველოსთვის უვარგისია. „მუშაობის გამოცდილება, ადამიანებთან ურთიერთობების დამყარების ნიჭი და ორგანიზატორული უნარები, ანუ - პროფესიონალიზმი, კომუნიკაბელობა და კარგი მენეჯმენტი - აი, კადრების შერჩევის საუკეთესო კრიტერიუმები!“ - ვურჩიე მაშინ ნარმანიას და მართალიც აღმოვჩნდი. დღეს გაირკვა, რომ მექრთამე ჯოკია ბოდოკია ერთ-ერთია თბილისის მერიის იმ თანაშრომელთაგან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს მნარმანიას მიერ გამოცხადებული კონკურსის ორივე ტური...

მეოთხე „წკიპურტად“ საქართველოსთვის იქცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ნამდვილი წკიპურტი სააკაშვილის კუთვნილი „ყვითელი“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყვითელ მიკროფონისათვის. ოფშორულ ზონაში (არაოფიციალური მონაცემებით კი - აშშ-ში) დარეგისტრირებული, საქართველოში ყველაზე დიდი ტელეკომპანია სააკაშვილისა და სოროსის მთავარი პროპაგანდისტული ინსტრუმენტი იყო, რომლის მეშვეობითაც მათ სახელმწიფო გადატრიალება 2003 წლის ნოემბერში განახორციელეს...

მიამიტობა იქნებოდა მინსკში, „ნორმანდიული ოთხეულის“ მოლაპარაკებებზე ჩასული პუტინის მოულოდნელი საქციელის ახსნა ოხუნჯობის გუნებაზე ყოფნით! ეს იყო რუსეთის კეთილშობილი ხელმწიფის ჟესტი, რომელმაც სახუმარო ფორმით გამოხატა თავისი სიყვარული საქართველოსადმი და, ერთდროულად, თანაგრძნობა მისი უგუნური ბავშვების - ტელეჟურნალისტებისადმი, დოლარების გამო იძულებით რომ ემსახურებიან ამერიკის ინტერესებს თავისი სამშობლოს საზიანოდ! მაგრამ ეს იყო წკიპურტი არა იმდენად „რუსთავი 2“-ის მიკროფონზე, არამედ მისი მეპატრონის - ყეყეჩი და უდღეური სააკშვილის თავზე, რომელმაც თავისი ქვეყანის ტერიტორიები დაანიავა, მტრად გადაკიდა ქართველები ერთმანეთს, საქართველო კი - რუსეთს!

მეხუთე, ყველაზე დამამაცირებელ „წკიპურტად“ ქართველი ხალხისთვის იქცა ქართული მართლმსაჯულების მიერ ძებნილი სისხლის სამართლის დამნაშავე სააკაშვილის დანიშვნა უკრაინაში - პრეზიდენტ პოროშენკოსთან არსებული „რეფორმების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს“ ხელმძღვანელად. სამხედრო დამნაშავის, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა და საკუთარი ხალხის გენოციდი განახორციელა! სისხლისმსმელისა და ციხის ჯალათის, რომელმაც საქართველო საწამებელ საკნად აქცია და თავის ჯოჯოხეთურ საქმიანობას აგრძელებს უკრაინაში, მისი წყალობით საქართველოზე უარესი ბედი რომ ეწია!..

ძნელი წარმოსადგენი როდია, რა „რჩევებს“ მისცემს ეს გიჟი, სექსუალური მანიაკი, სადისტი და სტაჟიანი ნარკომანი პოროშენკოს, ამიტომ უკრაინაში ზავი და მინსკის ხელშეკრულების შესრულება ძნელი დასაჯერებელია - მერე რაღა უნდა უყონ ქართულ ლეგიონს?! ვინ იფიქრებდა, რომ ქართველები, რომლებიც რუსებთან ერთად ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ, დიადი გამარჯვების 70 წლისთავზე ფაშიზმს დაიცავდნენ?! ნუთუ მათ შორის არიან იმ 700 ათასი გმირის შთამომავლები, საქართველოდან დიდ სამამულო ომში  რომ წავიდნენ და ნახევარი ფრონტიდან  არ დაბრუნებულან? ან ეგებ, ისინი ვერმახტის ქართული ლეგიონისა, წულუკიძისა და ზალდასტანის, ანდა „ბერგმანის“ სპეცრაზმის მებრძოლთა შვილთაშვილები არიან?!

არა, ყველაფერი გაცილებით მარტივია - უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, რომელთა შორის თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანის სიძეც კია (მისი მეორე სიძე - საქართველოს კულტურის ამჟამინდელი მინისტრია), ბანდერელებისგან განსხვავებით, არა რუსებისადმი ცხოველური სიძულვილი ამოძრავებს, ისინი ჰიტლერის საქმისთვის კი არა, აშშ-ის დოლარებისთვის იბრძვიან!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
საქართველო, თბილისი
2015 წლის 16 თებერვალი

1SelCok-pol-1-qv