შსს-მ ნარკორეალიზატორების ჯგუფი დააკავა

საქართველო, 13 თებერვალი,
საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირები:
გერონტი ქ, ბესიკ ტ, ნიაზ უ. და
დავით კ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ჯგუფურად გასაღების ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები -
ჰეროინი და
ბუპრენორფინი ამოიღეს. ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას. ოთხივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.