შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი დააკავა

საქართველო, 13 თებერვალი,
საქინფორმი. შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი
ჯოკია ბოდოკია დააკავეს.
ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10 % –
180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ, ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი –
50 000 აშშ დოლარი.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.