შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს განაღმვის სასწავლო კურსი ჩაუტარდათ

საქართველო, 12 თებერვალი,
საქინფორმი. სასწავლო კურსის მიზანია პირადი შემადგენლობის მომზადება, პროფესიული ცოდნის ამაღლება, ასაფეთქებელი საშუალებების ნაირსახეობების შესწავლა, ამოცნობა და განეიტრალება, ასევე, საფრთხეების თავიდან აცილება და სწრაფი რეაგირება, სტრესულ გარემოში სიტუაციის მართვა და აღნიშნული უნარ-ჩვევების განვითარება.
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული წვრთნები პერიოდულად უტარდებათ და მოიცავს, როგორც თეორიული ცოდნის ამაღლებას, ასევე პრაქტიკულ ვარჯიშებს. აღნიშნული სწავლება უზრუნველყოფს სტრატეგიულ მილსადენებზე უსაფრთხოების დაცვასა და ეფექტურ მუშაობას.