აქტუალური
გოგლა ჟვანია: „ჟვანიასა და იუსუპოვის გარდაცვალების ადგილზე მათ შორის არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის სცენა დადგეს“

gogla-aqtual-3საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ ექსპერმიერის ძმამ, გოგლა ჟვანიამ ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ეთერში საუბრისას განაცხადა. გოგლა ჟვანია გადაცემაში დაუგეგმავად მას შემდეგ ჩაერთო, რაც "არჩევანში" FBI-ის ექსპერტიზის დასკვნის ის ნაწილი გახმაურდა, რომელიც აქამდე საიდუმლოდ რჩებოდა. მისი განცხადებით, ეს სცენა დადგმული იყო, რადგან მაშინდელ ხელისუფლებას სურდა, საზოგადოებას ეს ვერსია დაეჯერებინა.

მრავალჯერ ისაუბრეს და ყველამ კარგად იცის რა ვერსიაც არის შეთითხნილი. მე არასდროს ამირიდებია ამ თემაზე საუბრისგან თავი. ეს არის ამ საცოდავების უკანასკნელი შანსი. ეს პიკანტური დეტალები იმიტომ შეთხზეს, რომ ჩვენ, ოჯახი გავჩერებულიყავით, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს და ვერც მიაღწევენ. უკვე ხედავენ და გრძნობენ, რომ შედეგი დაიდება და გამოძიება სწორ გზაზე დგას",- განაცხადა გოგლა ჟანიამ.