აქტუალური
სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის დაქვემდებარებულმა ქვედანაყოფებმა 2014 წელს განხორციელებული სამუშაოები შეაჯამეს

podrazdelenya-aqtual-1საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. შემაჯამებელ შეკრებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, ლევან ღირსიაშვილი და კახა ოქროჯანაშვილი,  გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ასევე, სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ 2014 წელს განხორციელებულ  რეფორმებზე ისაუბრა. 2015 წლის პრიორიტეტებად ნატოსთან თავსებადობის გაზრდა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, გამჭვირვალობა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა განისაზღვრა.

პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა  გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. მან 2014 წელი დადებითად შეაჯამა და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შემაჯამებელი შეკრების დასასრულს, აღმოსავლეთ სარდლობის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების წარმატებული სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.