საზოგადოება
გფრ-ის დაზვერვამ უკრაინაში 50 ათასი დაღუპული დათვალა

razvedka-sazog-3საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. გერმანული დაზვერვის შეფასებით, უკრაინის კონფლიქტში 50 ათასი კაცი დაიღუპა.
ამის შესახებ კვირას Frankfurter Allgemeine Sonntagszeitung წერდა, გერმანულ დაზვერვაში წყაროზე დაყრდნობით.

გერმანიაში დარწმუნებული არიან, რომ ოფიციალური ციფრები „მეტისმეტად შემცირებულია და ნდობას არ იმსახურებს“.

ასე, მაგალითად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ კიევის ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 1200 სამხედროსა და 5400 მშვიდობიან მოსახლეს შეადგენს.

გაეროს ბოლო მონაცემებით, რომლებიც 3 თებერვალს გამოქვეყნდა, დონბასში კონფლიქტის მსხვერპლი შეიქნა 5358 კაცი, ხოლო დაჭრილია 12 235 ადამიანზე მეტი.