უცხოეთი
პენტაგონი უკრაინაში სამხედროებს აგზავნის
pentag-zar-2-geoსაქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. ისინი უკრაინის ეროვნული გვარდიის მებრძოლების გაწვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას "ვაშინგტონ პოსტი" ამერიკულ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. „ამერიკელი ჯარისკაცები დაახლოებით 600 უკრაინელ მებრძოლს გაწვრთნიან, რათა მათ აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის ესკალაციის შემთხვევაში იმოქმედონ, როგორც უსაფრთხოების პროფესიონალმა ძალებმა", - წერს გამოცემა. პენტაგონის პრესსპიკერი ვანესა ჰილმანის განცხადებით, ეროვნული გვარდიის გაწვრთნაში დახმარება უკრაინის მთავრობამ მოითხოვა, რაც კიევს საპოლიციო ძალების რეფორმირებასა და ახალი ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.