რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ღარიბაშვილი ცდება - ხალხს, რომელმაც ლენინგრადის ბლოკადას გაუძლო, ეკონომიკური სანქციები ვერ გატეხს!“

khidir-pol-1-red-1-mt2004 წელს, „ვარდების რევოლუციის“ მომდევნო პირველ წელს, სააკაშვილს თბილისში გასეირნება შევთავაზე, რათა თავად გაეგო - როგორ ცხოვრობს და რა სურს ხალხს!
დღეს, 10 წლის შემდეგ, უნდა ვაღიარო, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ისევე შორსაა ქართველი ხალხის ნებისგან, როგორც წინამორბედი…

„არ ვიცი საქართველოში არავინ, ვინც მისი ევროატლანტიკური ორიენტაციის წინააღმდეგია!“ - განაცხადა ახლახან პრემიერმა ღარიბაშილმა, რომელსაც ახასიათებს პირდაპირობა და კატეგორიულობა, პოლიტიკოსისათვის ზოგჯერ ზედმეტიც კი... 7 თებერვალს კი, მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ „უკრაინამდე იყო საქართველო და მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მეტი ყურადღება რომ ყოფილიყო, უკრაინის კრიზისი არ მოხდებოდა“.

პრემიერ ღარიბაშვილის საყვედური დასავლეთს, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები არ შემოიღო, სააკაშვილის ნათქვამის უნისონში გაიჟღერა, რომელმაც ერთი დღით ადრე - 6 თებერვალს, CNN-თან ინტერვიუში, დაამუნათა დასავლეთი უკრაინისთვის არასაკმარის მხარდაჭერაში: „ეს ძალიან მაგონებს 2008 წლის სიტუაციას. დრეს ევროპელი ლიდერები ასევე იმყოფებიან აქ, კიევში, როგორც 2008 წელს გამოდიოდნენ ჩვენთან შუამავლის როლში, თუმცა ევროპელები ვენერიდან არიან, ამერიკელები კი - მარსიდან...“.

სააკაშვილთან მიმართებაში ყველაფერი გასაგებია, აი საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრის კი ღრმად ცდება, თუკი ფიქრობს, რომ ხალხი, რომელმაც ღირსეულად გაუძლო 872-დღიან ლენინგრადის ბლოკადას, დღეს შეიძლება დასავლეთის ეკონომიკური სანქციებით გატეხო!

საბოლოო სურათისთვის გამოვყოფ ღარიბაშვილის ორ საკვანძო შეხვედრას მიუნხენში - არა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან კი არა, არამედ ნაციონალურ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თავმჯდომარესთან, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივან მადლენ ოლბრაიტთან და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) თავმჯდომარესთან, აშშ-ის სენატორთან არიზონას შტატიდან ჯონ მაკკეინთან. სწორედ ეს ორი ინსტუტუტი - NDI და IRI, მოკლული ჟვანიას ხელშეწყობით, ბოლო 15 წელია საქართველოს მართავს და ქმნის აქ საზოგადოებრივ აზრს - PR-ს ამერიკის ხელდასხმულებისთვის ფალსიფიცირებული სოცგამოკითხვებისა და მრავალრიცხოვანი არასამთავრობოს მეშვეობით, გრანტების სახით წინასწარ ანაზღაურებას რომ იღებენ.

თუმცა, ნუ ვიქნებით განსაკუთრებით მკაცრი პრემიერ ღარიბაშილის მიმართ - ახალგაზრდა ქართველი კარგი განათლებით, ჩინებული სპორტსმენი და სამაგალითო მეოჯახე, ის არ ყოფილა გაწვრთნილი პოლიტიკურ ინტრიგებში და როგორც კი დაშორდა თავის ხალხს - ერთადერთ საიმედო დასაყდენს! - წნეხს ვერ გაუძლო და გატყდა...  ქართველმა ხალხმა (მინუს პოლიტიკოსები ხელისუფლებაში, განსაკუთრებით - „ნაციონალურ-მეოცნებე“ პარლამენტი) დაუკვეთა პრემიერებს - ივანიშვილსა და ღარიბაშვილს რუსეთთან მეგობრობის აღდგენა, და არა ნატოს საწვრთნელ-მოსამზადებელი ცენტრი, რომელსაც საქართველოში ორ კვირაში, ნატოს სამხედრო სპეციალისტთა ჯგუფის ჩამოსვლის შემდეგ, შექმნიან.

თუმცა ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტი მარგველაშვილი არ არის - თავისი მენტალობიდან გამომდინარე, მას არასოდეს დაავიწყდება, რომ ქართული პოლიტიკური ოლიმპის წვერზე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის - ფსიქოანალიზის თეორიით გატაცებული დიდი საკადრო ექსპერიმენტატორის წყალობით მოხვდა! ამიტომ ის არასოდეს წავა თავისი მასწავლებლის წინააღმდეგ, და დღეს უბრალოდ ცდილობს დაიცვას თავისი მომავალი კარიერა ყველაზე მარტივი საშუალებით, რისთვისაც საჭიროა მხოლოდ დათანხმდეს აშშ-ის წინადადებას, რომელზე უარის თქმა ისედაც ძნელია...

გავიხსენოთ უსასრულო ბრალდებები ნეპოტიზმში და ბინძური კამპანია ღარიბაშვილის სიმამრის - პოლიციის გენერალი თამაზაშვილის წინააღმდეგ, რასაც შეეწირნენ მისი ოჯახის ახლობელი კადრები, შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძის ჩათვლით; პრემიერ-მინისტრობის პრეტენდენტი და აშშ-ის ფავორიტის - თავდაცვის ექსმინისტრი ირაკლი ალასანიას ცინიკური თავდასხმები; აღარაფერი რომ არ ვთქვათ ომზე წესების გარეშე, რომელსაც ღარიბაშვილის წინააღმდეგ „ნაცმოძღაობა“ აწარმოებს. გავიხსენოთ, რომ სწორედ ღარიბაშვილმა და არა ივანიშვილმა შეწყვიტა „ნაციონალებთან“ კოჰაბიტაცია და დაიწყო ამერიკული „დემოკრატიის შუქურა“ სააკაშვილისა და მისი გუნდის სისხლის სამართლებრივი დევნა! და როგორია, ასეთ სიტუაციაში არ „დაეყრდნო“ აშშ-ს, არ მოიპოვო მისი მხარდაჭერა და სანაცვლოდ არ მისცე გარანტიები საქართველოს პროამერიკული საგარეო-პოლიტიკური კურსის ურყევობის შესახებ?!

ამ სიტუაციიდან გამოსავალი ერთია: ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც დაამხო სააკაშვილის რეჟიმი, ნიღაბი ჩამოგლიჯა გამყიდველ ფსევდო-ექსპერტებს, ტელეჟურნალისტებსა და არასამთავროებს, სასწრაფოდ უნდა შეაჩეროს ნატოს საწვრთნელ-მოსამზადებელი ცენტრის გახსნა საქართველოში და პირველ ეტაპზე ეს ნატოს ჯარისკაცებზე ზრუნვით უნდა ახსნას!

საქმე ისაა, რომ სამხედრო ნაწილისა და მისი მომიჯნავე ვაზიანის პოლიგონის ტერიტორია, რომელმაც ასე აღაფრთოვანა ნატოს გენერალური მდივანი ალექსანდრე ვერშბოუ მიმდინარე წლის 29-30 იანვარს საქართველოში ვიზიტისას, მზარდი ინფექციური საფრთხის ზონაში იმყოფება! ჯერ კიდევ საბჭოთა ხანაში თითქმის მთელი აქაური დივიზია  კუჭნაწლავის მწვავე დაავადებებით იტანჯებოდა, რამაც შემდგომში ბოტკინის დაავადების ეპიდემიის სახე მიიღო. ტერიტორია დაინფიცირებული იქნა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ, ვინაიდან ვაზიანში მდებარეობდა მიტოვებული სასაფლაო, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს ადგილობრივ საევაკუაციო ჰოსპიტალში ინფექციური სნეულებებით გარდაცვლილ სახმედრო მოსამსახურეებს ასაფლავებდნენ (რის შესახებაც „საქინფორმი“ ჯერ კიდევ 2010 წლის 4 ნოემბერს იტყობინებოდა პუბლიკაციაში „ექიმ ლილუს ომი“).

აი როცა ნატოელი ჯარისკაცები კუჭნაწლავის ინფექციებით მოიწამლებიან, როგორც ბოლო ორი წლის განმავლობაში 1000-მდე ქართველი ჯარისკაცი მოიწამლა, ბრალის დაკისრება თავდაცვის ექსმინისტრ ალასანიაზე, რომელმაც “არაკეთილსინდისიერი სამხედრო ექიმები და მზარეულები, კორუმპირებული ინტენდანტები და პროდუქტების პროვიზორები შეარჩია“, უკვე შეუძლებელი იქნება...

ბოლო ნაბიჯად, ცხადია, უნდა იქცეს საყოველთაო რეფერენდუმი ნატოში საქართველოს გაწევრება-არგაწევრების თაობაზე, რომელშიც ნებაყოფლობით იმონაწილევებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები. საქართველოში ხომ მხოლოდ ერთეულებს ესმით, რომ ნატოს ბლოკი - ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსია და არა ვენის სიმფონიური ორკესტრი! და ამიტომ ერაყსა და ავღანეთში ISAF-ის ოპერაციებში მონაწილე ჯარისკაცებსაც კი როგორც ლუკმაპურის საშოვნელად წასულ ჩვეულებრივ გასტარბაიტერებს უყურებენ...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
წყარო: ИА REX
2015 წლის 11 თებერვალი,
საქართველო, თბილისი

khidirb-pol-1-red-1-qv