სამართალი
ყუფარაძე: „ნაცმოძრაობის” მიერ შექმნილი “სამართალდამცავთა დაცვის ლიგა”, რომელიც შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნებითა და სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებით არის დაკომპლექტებული, არეულობას გეგმავს"

kufaraZe-sam-3-mtსაქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. როგორ და ვისი მეშვეობით აპირებს სააკაშვილის რეჟიმი ხელისუფლების სათავეში დაბრუნებას - ამ სათაურით 2014 წლის 29 ოქტომბერს, გაზეთმა "საქართველო და მსოფლიო" ახლად შექმნილი "თავისუფალი თაობის" გამგეობის წევრთან, გიორგი ყუფარაძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. ყუფარაძე "სამართალდამცავთა ლიგის" დამფუძნებლებზე და მათ მოკავშირე მოქმედ პოლიციელებზე საუბრობდა.

ამ ორგანიზაციის წევრებთან აქტიურად თანამშრომლობენ: ირაკლი ყიფშიძე - მეტსახელადპატარა ვანო”, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი; გიორგი სოსანაშვილი - პოლიციის მოქმედი თანამშრომელი; რაჟიკო გურჩიანი - პოლიციის მოქმედი თანამშრომელი; დავით ბუზალაძე - პოლიციის მოქმედი თანამშრომელი; სიმონ ყვავიაშვილი - პოლიციის ყოფილი თანამშრომელი; გიორგი ბიწკინაშვილი - პოლიციის მოქმედი თანამშრომელი; ლევან ბიწკინაშვილი - პოლიციის მოქმედი თანამშრომელი; ბესო შარაშენიძე - პოლიციის ყოფილი თანამშრომელი; მიშა ჯაფარიძე - პოლიციის ყოფილი თანამშრომელი; ალეკო ბირთველიშვილი - პოლიციის ყოფილი თანამშრომელი; ნათია მახარაშვილი - პოლიციის მოქმედი თანამშრომელი; გიორგი გიორგაძე - პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, “ნაციონალური მოძრაობისადათავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრისწევრი; ირაკლი ფხაკაძე - აქტიურად თანამშრომლობსნაცმოძრაობასთან”; გია სოსელია - შსს- წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი; კახა ყურაშვილი - პოლიციის მოქმედი თანამშრომელი; ზურა ჯანელიძე - მეტსახელადჯანელა”, პოლიციის ყოფილი თანამშრომელი; შაკო არაბული - პოლიციის ყოფილი თანამშრომელი; ერეკლე გაგუა - ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომელი", - ნათქვამია სტატიაში.

„მოვიპოვე ინფორმაციები, ვინ იყო ქადაგიძესთან დაკავშირებული და ვინ იყო მაგათი რეკომენდაციით დანიშნული. მაგას რეკომენდაციას უწევდნენ ირაკლი ფირცხალავა და ირაკლი ქადაგიძე,"-განუცხადა "პირველ რადიოს" გიორგი ყუფარაძემ, რომლის თქმითაც, „ყველა ნორმალური ადამიანი მიხვდება, რომ ჩამოთვლილი ადამიანები ვაზაგაშვილის საქმესთან კავშირში არიან“.

kufaraZe-samart-3-1 kufaraZe-samart-3-2