აქტუალური
სააკაშვილი: „ამერიკამ პუტინს უკრაინული ავღანეთი უნდა მოუწყოს! პუტინმა მოლაპარაკებები ახლა დაიწყო, რადგან იცის, რომ ამერიკული იარაღი უკვე გზაშია!“

MISA-aqtual-3-anსაქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. 6 თებერვალს, CNN USA-თან ინტერვიუში საქართველოს ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იმ წლებში ამერიკა აიარაღებდა ავღანელ „მეამბოხეებს“, ხოლო ნავთობის ფასები სწრაფად ეცემოდა. ამის გამო, პოლიტიკოსის თქმით, სსრკ-მ წააგო იმ ომში. თუკი ამერიკა კიევს შეაიარაღებს, სიტუაცია შესაძლოა განმეორდეს, - დარწმუნებულია სააკაშვილი.
„არსებობს სიტუაციები, როცა იარაღის შეჩერება მხოლოდ იარაღს შეუძლია. ეს სიტუაცია ავღანეთის ომს მაგონებს, რომელიც სსრკ-მ ორი ფაქტორის შეჯერების  - ნავთობსა და გაზზე ფასების კლებისა და იარაღის - „სტინგერის“ რაკეტების მიწოდების შედეგად წააგო, რომლებიც ავღანელ მეამბოხეებს პრეზიდენტმა რეიგანმა გაუგზავნა.

ახლა ნავთობის ფასმა კვლავ დაიკლო და ჩვენ კვლავ საქმე გვაქვს აგრესიულ რუსეთთან. და რაც ნამდვილად აუცილებელია უკრაინელებისათვის მოცემულ ეტაპზე და რასაც ისინი ასე მოითხოვენ, ეს ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღია, რადგან ნათელია, რომ მათ უეტევენ რუსული ჯავშანსატანკო ძალები. მათ ესვრის რუსული არტილერია, ამიტომ სჭირდებათ აღჭურვილობა საარტილერიო პოზიციის განსასაზღვრად, ანუ საარტილერიო რადარები და მათთვის აუცილებელია უპოლოტო საფრენი აპარატები.

სწორედ ამის მიცემა შეუძლიათ ახლა ამერიკელებს. ჩემი აზრით, ახლა სწორედ რომ დროულია მათთვის იარაღის გაგზავნა. ჰილარი კლინტონმა სწორად შენიშნა, რომ უკრაინელებმა დახმარება თავისი გმირული წინააღმდეგობის წყალობით დაიმსახურეს. ისინი მართლაც ეწინააღმდეგებიან უთანაბრო რუსულ ძალებს. და შემთხვევითი არ არის, რომ პუტინმა მოლაპარაკებები დაიწყო ახლა, რადგან იცის, რომ ამერიკული იარაღი უკვე გზაშია. ის კვლავ შეეცდება დროის მოგებას. შეეცდება დაიპყროს უკრაინის აღმოსავლეთი და სამხრეთი ნაწილები და აიძულოს უკრაინის ჯარებს გაქცევა, კიევში ხელისუფლების დამხობა. დაახლოებით ამის იმედი აქვს. თუმცა, მისი გეგმებისთვის ხელისშეშლა შეიძლება უკრაინელებისა და მათი დასავლელი მოკავშირეების ქმედებების გაძლიერებით. და მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი, რომელიც იარარის გაგაზვნას ეხება, - უდავოდ, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

... ეს ძალიან მახსენებს 2008 წლის სიტუაციას. 2008 წელს მოხდა შემდეგი - ახლა ევროპელი ლიდერები ასევე იმყოფებიან აქ, კიევში, - ევროპელები ჩვენთან შუამავლებად გამოდიოდნენ, თუმცა ევროპელები - ვენერიდან არიან, ამერიკელები კი მარსიდან. ამიტომ 2008 წელს პუტინი შეაჩრეა არა ევროპის შუამავლობამ, არამედ მხოლოდ ამერიკელთა ჩარევამ და მათმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ „ჩვენ საქართველოს თავზე რაღაც უპილოტო ზონის მაგვარს შევქმნით და სამხედრო ჰუმანიტარულ ინტერვენციას განვახორციელებთ“.

მან, ასებითად, გამოიყენა ევროპელების შუამავლობა, რათა დრო მოეგო მანევრებისათვის და პროპაგანდის თვალსაზრისით უპირატესობა მიეღო. თუმცა, მას არასოდეს უფიქრია შეჩერება. და რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ევროპელებტან - მაშინც საფრანგეთში პრეზიდენტი სარკოზი იყო, - ის უფრო შორს წავიდა. შემდეგ კი, მათი (რუსეთის) შესაჩერებლად აშშ-ს გადამწყვეტი განცხადებების გაკეთება და სამხედრო ხასიათის ნაბიჯების გადადგმა მოუხდა. ეს უკანასკნელი მოვლენების ადგილზე აშშ-ის მეექვსე ფლოტისა და ავიაციას გამოყენებაში მდგომარეობდა.