აქტუალური
მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილისა და ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონის შეხვედრა
deimon-aqtual-1საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს ატლანტიკურ საბჭოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები. აღინიშნა, რომ საქართველო განუხრელად იცავს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს, რაც წარმოადგენს მისი საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ალიანსის თანამშრომლობის არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხებზე.   მხარეებმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო უკრაინის კრიზისს. ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს შეერთებული შტატების მხარდაჭერისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.