ბარაქ ობამამ საგარეო საქმეებში აშშ-ის „ზედმეტი მონაწილეობის“ საფრთხის შესახებ განაცხადა - ვაშინგტონი მოსკოვს „თვალსაჩინო სიმართლით“ დაუპირისპირდება...
საქართველო, 9 თებერვალი,
საქინფორმი. 2015 წლისათვის უსაფრთხოების ნაციონალურ სტრატეგიაზე საუბრის წინასიტყვაობაში აშშ-ის პრეზიდენტმა
ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ სახიფათოდ მიაჩნია ქვეყნის „
ზედმეტი მონაწილეობა“ საგარეო საქმეებში, რომ ვაშინგტონისთვის აუცილებელია „
სტრატეგიული მოთმინება“ საკუთარი ინტერესების დაცვაში აშშ-ის ფარგლებს გარეთ. „
გამოწვევები, რომლებსაც შევეჯახეთ, სტრატეგიულ მოთმინებასა და სიმტკიცეს მოითხოვს“, - განაცხადა მან.
აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სტრატეგიაში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყანამ სასანქციო ზეწოლა უნდა მოახდინოს რუსეთზე უკრაინის სიტუაციასთან დაკავშირებით. ვაშინგტონი მოსკოვთან დაპირისპირებას „თვალსაჩინო სიმართლით“ აპირებს.